მრავალი ეკრანიზაციის შემდეგ მისი ფანების რიცხვი საკმაოდ დიდია
და დღითი-დღე იზრდება. თუმცა, იურისტი X-men-ით აღტაცების მიუხედავად,
მათ შესახებ ბევრ სამართლებრივ შემთხვევას გამოარჩევდა: დისკრიმინაციის საკითხი, პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, საინტერესოა, არღვევს, თუ არა პროფესორ იქსი Cerebro-ს გამოყენებით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს
კანონს.
Friday, July 11, 2014
Thursday, July 10, 2014
ბილბო ბაგინსთან დადებული ხელშეკრულება
იურიდიულ კომპანია
„May
the law be with you“-ს მომართა თორინ მუხისფარამ და ითხოვა ბილბო ბაგინსთან
დასადები მომსახურების ხელშეკრულების შედგენა. კომპანიის იურისტებმა ქვემოთ მოცემული
ხელშეკრულება დაწერეს.
Tuesday, June 10, 2014
გახდა თუ არა Kraznys mo Makloz დრაკონის მესაკუთრე?
„A storm of sword“-ის
წაკითხვისას[1], ან GOT-მე-3
სეზონის[2]
ყურებისას, ალბათ
ყველანი აღტაცებულნი დარჩით დრაკონის გაცვლის ეპიზოდით. დიენერის ტარგარიანმა ტროლინგის უმაღლესი დონე
წარმოაჩინა და ბევრ ფანს წამოაძახებინა “ჩემი ხალისი“.
Saturday, May 17, 2014
გახდა თუ არა დობი თავისუფალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით?
ბევრ თქვენგანს
ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც დობი "გათავისუფლდა". ალბათ თქვენც კმაყოფილი იყავით დასასრულით. კარგი სანახააობა იყო- გათავისუფლებული დობი და რამდენიმე მეტრით გაფრენილი ლუციუს მალფოი.
Friday, May 16, 2014
აქვს თუ არა საურონს ბეჭდის(One Ring) განადგურების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ფროდოსა და გოლუმის(სმეაგოლის) მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
სამართალი
არ არის ზუსტი მეცნიერება, რადგან მის შეფარდება ხშირად მხარეთა ინტერპრეტაცია-დასაბუთებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც,
გამოცდილი იურისტი სულ ფიქრობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგზე. სტუდენტებიც
თავიდანვე ეჩვევიან ასეთ ვითარებას. ხშირად იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტის მიერ დასმულ სამართლებრივ კითხვაზე ერთი
კონკრეტული პასუხის გაცემა ჭირს. ლექციაზე დასმულ კითხვაზე კარგი სამართლის ლექტორი არა მარტო თავის
მოსაზრებას, არამედ სხვათა მოსაზრებებსაც უხსენებს სტუდენტს და დაამატებს ფრაზას “მთავარია
როგორ დაასაბუთებ“; ზოგი ლექტორი კი უკვდავ
ფრაზას: “იქ სადაც ორი იურისტია, სამი აზრია“ გააჟღერებს ხოლმე. შესაძლებელია
თუ არა ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობა? გავრცელდება თუ არა კეთილსინდისიერი
შემძენის ინსტიტუტი უძრავი ნივთის შემძენზე? კეთილსინდისიერების პრინციპია უპირატესი
თუ კანონიერი ნდობის უფლება? ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რომელზედაც ლექტორთა
განსხვავებული აზრის მოსმენა შეიძლება.
ხშირად, სტუდენტები არ რჩებიან არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში და ცდილობენ სხვა გარემო, თუნდაც წაკითხული, სამართლებრივი სათვალიდან დაინახონ. ბევრი სტუდენტი კი ცდილობს თავის საყვარელ ნაწარმოებებშიდაც ამოიკითხოს სამართლებრივი კაზუსები. მაგალითად, ჰარი პოტერის წაკითხვისას სისხლის სამართლის სპეციალისტი შეიძლება დაფიქრდეს, რომელი შელოცვის გამოყენება ჩაითვლება ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობად? ტოლკინის საკულტო ბეჭდების მბრძანებლის წაკითხვისას კი ნერდი იურისტი დასვამს კითხვებს: ვინ არის ბეჭდის(One Ring) საბოლოო მესაკუთრე? ჩაიდინეს თუ არა მკვლელობები ლეგოლასმა და გიმლიმ? ან რამდენჯერ მოქმედებდნენ ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ა.შ.
Subscribe to:
Posts (Atom)

