სამართალი
არ არის ზუსტი მეცნიერება, რადგან მის შეფარდება ხშირად მხარეთა ინტერპრეტაცია-დასაბუთებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც,
გამოცდილი იურისტი სულ ფიქრობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგზე. სტუდენტებიც
თავიდანვე ეჩვევიან ასეთ ვითარებას. ხშირად იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტის მიერ დასმულ სამართლებრივ კითხვაზე ერთი
კონკრეტული პასუხის გაცემა ჭირს. ლექციაზე დასმულ კითხვაზე კარგი სამართლის ლექტორი არა მარტო თავის
მოსაზრებას, არამედ სხვათა მოსაზრებებსაც უხსენებს სტუდენტს და დაამატებს ფრაზას “მთავარია
როგორ დაასაბუთებ“; ზოგი ლექტორი კი უკვდავ
ფრაზას: “იქ სადაც ორი იურისტია, სამი აზრია“ გააჟღერებს ხოლმე. შესაძლებელია
თუ არა ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობა? გავრცელდება თუ არა კეთილსინდისიერი
შემძენის ინსტიტუტი უძრავი ნივთის შემძენზე? კეთილსინდისიერების პრინციპია უპირატესი
თუ კანონიერი ნდობის უფლება? ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რომელზედაც ლექტორთა
განსხვავებული აზრის მოსმენა შეიძლება.
ხშირად, სტუდენტები არ რჩებიან არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში და ცდილობენ სხვა გარემო, თუნდაც წაკითხული, სამართლებრივი სათვალიდან დაინახონ. ბევრი სტუდენტი კი ცდილობს თავის საყვარელ ნაწარმოებებშიდაც ამოიკითხოს სამართლებრივი კაზუსები. მაგალითად, ჰარი პოტერის წაკითხვისას სისხლის სამართლის სპეციალისტი შეიძლება დაფიქრდეს, რომელი შელოცვის გამოყენება ჩაითვლება ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობად? ტოლკინის საკულტო ბეჭდების მბრძანებლის წაკითხვისას კი ნერდი იურისტი დასვამს კითხვებს: ვინ არის ბეჭდის(One Ring) საბოლოო მესაკუთრე? ჩაიდინეს თუ არა მკვლელობები ლეგოლასმა და გიმლიმ? ან რამდენჯერ მოქმედებდნენ ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ა.შ.
ამჯერად საინტერესოა, აქვს თუ არა საურონს ბეჭდის(One
Ring)
განადგურების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ფროდოსა და გოლუმის მიმართ. ამის
გასარკვევად, ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ Middle
earth-ის მაგივრად ისინი საქართველოში ცხოვრობენ და მათზე
ქართული კანონმდებლობა ვრცელდება. დიდი ალბათობით, ქართველი საურონი პრესკონფერენციას
გამართავდა და საჯაროდ განაცხადებდა თავის სატკივარს. ფროდო და გოლუმიც პრესკონფერენცით უპასუხებდნენ საურონს: ახლა გაგახსენდა ზიანის ანაზღაურება ხომ? სად იყავი 9 წელი?
საურონის იურისტი დაჯდებოდა და რაღაც ამდაგვარ სამართლებრივ დასკვნას დაუწერდა მას:
I. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, საურონს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
რომ ჰქონდეს ფროდოსა და გოლუმის მიმართ ბეჭდის(One
Ring)
განადგურების გამო, რამდენიმე წინაპირობა
უნდა არსებობდეს: 1) ბეჭედი საურონის საკუთრება უნდა იყოს; 2) უნდა დადასტურდეს საურონის
მიმართ ზიანის დადგომა ბეჭდის განადგურების სახით; 3) ზიანის დადგომა ფროდოსა და გოლუმის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული
მოქმედების შედეგი უნდა იყოს.
თავდაპირველად, საურონმა ბეჭედი გამოჭედა, რის გამოც მას წარმოეშვა ბეჭედზე საკუთრების უფლება. შემდეგ, არაგორნისა
და არნორის მეფე-ისილდურმა წაართვა ბეჭედი საურონს. სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოძრავ
ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე
გადასცეს შემძენს ნივთი. თუმცა 187-ე მუხლის მიხედვით შესაძლებელია ნივთის მესაკუთრე
გახდეს პირი, რომელსაც არანამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს ნივთი, მაგრამ იგი
ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ისილდურს არც ნამდვილი
უფლების საფუძველზე გადასცემია ნივთი და იგი არც კეთილსინდისიერი შემძენია, რადგან
მან საურონს წაართვა ბეჭედი. ამიტომ იგი არ
გამხდარა ბეჭდის მესაკუთრე და საკუთრების უფლება საურონმა შეინარჩუნა.
ისილდური მოკლეს ორკებმა და ბეჭედი მდინარეში ჩავარდა. წლების შემდეგ იგი დეაგოლმა იპოვა.
დეაგოლს შეეძლო საკუთრების უფლება წარმოშობოდა ბეჭდის მიმართ, თუ იგი უპატრონოდ ჩაითვლებოდა სსკ-ის 190-ე მუხლის მიხედვით. თუმცა, ამ მუხლის მე-2 ნაწილი აკეთებს დათქმას, რომ ნივთი უპატრონოდ მაშინ ჩაითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს. ამ შემთხვევაში, რადგან ისილდური არ გამხდარა ბეჭდის მესაკუთრე, თავდაპირველ მესაკუთრედ საურონი უნდა მიიჩნეოდეს. საურონს კი ნივთზე მფლობელობა ნებით არ მიუტოვებია, მას ბეჭედი წაართვეს. ამიტომ ვერც დეაგოლი გახდებოდა ბეჭდის მესაკუთრე. იმავე შეიძლება ითქვას სმეაგოლზედაც(გოლუმი), რომელმაც დეაგოლი მოკლა და ისე ჩაიგდო ხელში ბეჭედი.
დეაგოლისა და სმეაგოლის მიერ ნაპოვნი ბეჭედი არც სსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული განძია, რადგან ბეჭედზე არსებული წარწერის მიხედვით შესაძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა. სმეაგოლს ბეჭედი ბილბო ბაგინსმა მოპარა, რის გამოც ვერც ბილბო ჩაითვლება ბეჭდის კეთილსინდისიერ შემძენად, შესაბამისად მესაკუთრედ სსკ-ის 187-ე მუხლის მიხედვით. ბილბო ბაგინსმა კი ბეჭედი ფროდოს გადასცა, თუმცა მისი ნება არ გულისხმობდა ბეჭდის ფროდოს საკუთრებაში გადაცემას, იგი იძულებული იყო გენდალფის ზეწოლის გამო ასე მოქცეულიყო. თუმცა, ასე რომც არ ყოფილიყო, ფროდო მაინც ვერ გახდებოდა ბეჭდის მესაკუთრე, რადგან ნივთი მესაკუთრის ნების გარეშე იყო გასული ხელიდან.
ისილდური მოკლეს ორკებმა და ბეჭედი მდინარეში ჩავარდა. წლების შემდეგ იგი დეაგოლმა იპოვა.
დეაგოლს შეეძლო საკუთრების უფლება წარმოშობოდა ბეჭდის მიმართ, თუ იგი უპატრონოდ ჩაითვლებოდა სსკ-ის 190-ე მუხლის მიხედვით. თუმცა, ამ მუხლის მე-2 ნაწილი აკეთებს დათქმას, რომ ნივთი უპატრონოდ მაშინ ჩაითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს. ამ შემთხვევაში, რადგან ისილდური არ გამხდარა ბეჭდის მესაკუთრე, თავდაპირველ მესაკუთრედ საურონი უნდა მიიჩნეოდეს. საურონს კი ნივთზე მფლობელობა ნებით არ მიუტოვებია, მას ბეჭედი წაართვეს. ამიტომ ვერც დეაგოლი გახდებოდა ბეჭდის მესაკუთრე. იმავე შეიძლება ითქვას სმეაგოლზედაც(გოლუმი), რომელმაც დეაგოლი მოკლა და ისე ჩაიგდო ხელში ბეჭედი.
დეაგოლისა და სმეაგოლის მიერ ნაპოვნი ბეჭედი არც სსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული განძია, რადგან ბეჭედზე არსებული წარწერის მიხედვით შესაძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა. სმეაგოლს ბეჭედი ბილბო ბაგინსმა მოპარა, რის გამოც ვერც ბილბო ჩაითვლება ბეჭდის კეთილსინდისიერ შემძენად, შესაბამისად მესაკუთრედ სსკ-ის 187-ე მუხლის მიხედვით. ბილბო ბაგინსმა კი ბეჭედი ფროდოს გადასცა, თუმცა მისი ნება არ გულისხმობდა ბეჭდის ფროდოს საკუთრებაში გადაცემას, იგი იძულებული იყო გენდალფის ზეწოლის გამო ასე მოქცეულიყო. თუმცა, ასე რომც არ ყოფილიყო, ფროდო მაინც ვერ გახდებოდა ბეჭდის მესაკუთრე, რადგან ნივთი მესაკუთრის ნების გარეშე იყო გასული ხელიდან.
შესაბამისად, საურონმა საბოლოოდ შეინარჩუნა საკუთრების
უფლება ბეჭედზე და იგი წარმოადგენს მის მესაკუთრეს.
2) მიადგა თუ არა საურონს ზიანი?
სსკ-ის 992-ე მუხლის დაცული სფერო მოიცავს კერძო სამართლის
სუბიექტთა ყველა მართლზომიერ ინტერესს. მათ შორის, ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას და სხვა. ბეჭედი,
რომელიც საურონის საკუთრებას წარმოადგენდა Mountain
Doom-ში ლავაში ჩავარდნისას გალღვა და განადგურდა.
შესაბამისად, საურონის საკუთრების განადგურებით, მას მიადგა ქონებრივი ზიანი, გათვალისწინებული სსკ-ის 992-ე მუხლით.
(ამის წაკითხვის მერე ქართველი საურონი აღშფოთდებოდა: რას ქვია მარტო ქონებრივი ზიანი, მორალური ზიანი მინიმუმ ერთი მილიონი ლარის სახით.)
შესაბამისად, საურონის საკუთრების განადგურებით, მას მიადგა ქონებრივი ზიანი, გათვალისწინებული სსკ-ის 992-ე მუხლით.
(ამის წაკითხვის მერე ქართველი საურონი აღშფოთდებოდა: რას ქვია მარტო ქონებრივი ზიანი, მორალური ზიანი მინიმუმ ერთი მილიონი ლარის სახით.)
3)მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოიწვიეს თუ არა ფროდომ და გოლუმმა ბეჭდის განადგურება?
იმისათვის, რომ ფროდო და გოლუმი(სმეაგოლი) პასუხისმგებელი
იყვნენ ბეჭდის განადგურებისათვის, მათი ქმედება უნდა იყოს ა)მიზეზ-შედეგობრივ კავშირში
დამდგარ ზიანთან; ბ)ისინი უნდა მოქმედებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ და გ) ბრალეულად.
ა) მიზეზობრიობა.
პრაქტიკაში დამკვიდრებული „ეკვივალენტურობის“ თეორიის მიხედვით, ქმედება კონკრეტული შედეგის მიზეზია, თუ იგი ისეა
დაკავშირებული ამ შედეგთან, რომ მისი არარსებობის შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა(conditio sine qua non). ხოლო სსკ-ის 412ე მუხლის მიხედვით
სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს ობიექტურად პროგნოზირებადი(განჭვრეტადი).
მოცემულ შემთხვევაში, გოლუმისა და ფროდოს ჩხუბის
არარსებობისას, ბეჭედი ლავაში არ ჩავარდებოდა და არ განადგურდებოდა. მათ შეეძლოთ იმის
პროგნოზირება, რომ ლავის პირას ჩხუბისას არსებობდა შესაძლებლობა ბეჭედი ლავაში ჩავარდნილიყო
და განადგურებულიყო. მით უმეტეს, ორივემ იცოდა, რომ სწორედ იქ არსებულ ლავას შეეძლო
ბეჭდის განადგურება. ამიტომ არსებობს მათ ქმედებასა
და ზიანს(ბეჭდის განადგურება) შორის მიზეზობრივი კავშირი.
ბ) გოლუმის(სმეაგოლის) და ფროდოს ქმედების მართლსაწინააღმდეგობა.
მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს სამართლის
ნორმით გამოხატული მოქმედების ან უმოქმედობის ვალდებულებას[1]. გოლუმისა და ფროდოს მოქმედებები მიმართული იყო ერთმანეთის
ჯანმრთელობის დაზიანებისკენ, რასაც საბოლოოდ ემსხვერპლა ბეჭედი. ამ დაზიანებისაგან
თავის შეკავების ვალდებულებას კი სისხლის
სამართლის კოდექსი ადგენს. სისხლის სამართის კოდექსი ასევე კრძალავს სხვისი ნივთის დაზიანებასაც.
ამიტომაც გოლუმისა და ფროდოს მოქმედებები, რასაც ბეჭდის განადგურება მოჰყვა, შეიძლება
ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ.
გ) გოლუმის(სმეაგოლის) და ფროდოს ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო სამართალი არ ადგენს ბრალის
ცნებას. დოქტრინალური წყაროს მიხედვით ბრალის
ცნების განმსაზღვრელია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის დაცვა. სამოქალაქო
სამართალი იყენებს განზრახვის იმ ცნებას, რომელსაც სისხლის სამართალი ადგენს, კერძოდ,
სამოქალაქო სამართალში განზრახვა არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი,
ანუ შედეგის ცოდნა და სურვილი მართლსაწინააღმდეგო შეგნებით.[2] გაუფრთხილებლობად ითვლება ქმედება, რომლითაც ირღვევა
სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღიანობის მოთხოვნები.
საურონის ბეჭდის განადგურებისას, არც ფროდო და არც გოლუმი
არ მოქმედებდნენ განზრახ. მათი სურვილი იყო ბეჭდის ხელში ჩაგდება და არა მისი განადგურება.
ისინი მხოლოდ გაუფრთხილებლობით მოქმედებდნენ, რადგან არსებობდა
ბეჭდის ლავაში ჩავარდნის საშიშროება და მათ
არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღებიანობა.
თუმცა, შესაძლებელია
არსებობდეს შერეული ბრალი საურონს, ფროდოსა და გოლუმს შორის. სკს-ის 415-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი
შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია
იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამ შემთხვევაში
ბეჭდის ზემოქმედების(ბეჭედში არსებული საურონის არსის გამო ბეჭდის ხელში ჩაგდების დაუოკებელი
სურვილის შექმნა) შედეგი შეიძლება ყოფილიყო ფროდოსა და გოლუმს შორის დაპირისპირება,
ამიტომ საურონიც გარკვეულ წილად წარმოადგენს
ჩხუბის წამქეზებელს. ამიტომ ამან უნდა იმოქმედოს
ზიანის ანაზღაურების მოცულობაზედაც.
დასკვნა: საურონს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ფროდოსა
და გოლუმის მიმართ.
[1] Hans-Heinrich Jesheck, Thomas Woegend, Lebuch
des strafrechts; Allg. Teil. Berlin, 1996, 233, მითითებულია სამართლის ჟურნალი,
2009 წ. N1, ავტორი ქ. ქოჩაშვილი, ბრალი,
როგორც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირობა.
[2] Fikentscher W., Schuldrecht, 8,
Auflage, Berlin-New York, 1992, 312, მითითებულია სამართლის ჟურნალი, 2009 წ. N1, ავტორი ქ. ქოჩაშვილი, ბრალი, როგორც სამოქალაქოსამართლებრივი
პასუხისმგებლობის პირობა, გვ 90.
No comments:
Post a Comment