მრავალი ეკრანიზაციის შემდეგ მისი ფანების რიცხვი საკმაოდ დიდია
და დღითი-დღე იზრდება. თუმცა, იურისტი X-men-ით აღტაცების მიუხედავად,
მათ შესახებ ბევრ სამართლებრივ შემთხვევას გამოარჩევდა: დისკრიმინაციის საკითხი, პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, საინტერესოა, არღვევს, თუ არა პროფესორ იქსი Cerebro-ს გამოყენებით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს
კანონს.
ტელეპათიური ძალის გამოყენებით,
პროფესორ იქსს შეუძლია დედამიწის ნებისმიერ ადგილას აღმოაჩინოს მუტანტები, ისევე, როგორც
სხვა ადამიანები. Cerebros მეშვეობით, შეიძლება
ითქვას, რომ მუტანტის ნახვა საცხოვრებელ სახლში, განცალკევებულად ყოფნის დროსაცაა
შესაძლებელი. ამიტომ, ეს შემთხვევა განიხილება დღევანდელ პოსტში.
არსი: არღვევს თუ არა პროფესორ იქსი Cerebro-ს გამოყენებით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს
კანონს.
კანონი: პერსონალური მონაცემის
შესახებ საქართველოს კანონი.
განმარტება: 2011 წელს პარლამენტმა მიიღო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი.
მასში განსაზღვრულია კანონის მოქმედების სფერო, პერსონალური მონაცემების დამუშავების
საფუძვლები, მონაცემთა სუბიექტების უფლებები და იმ სუბიექტთა ვალდებულებები, ვინც ამუშავებს
ასეთ მონაცემებს.
ანალიზი :
არსი N1: ვრცელდება, თუ არა კანონის მოქმედება პროფესორ იქსზე? (ზოგადი მიმოხილვა)
კანონი N1: პერსონალური მონაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლი.
განმარტება N1: ა)პირთა წრე: კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც ფიზიკური, კერძო სამართლის
იურიდიული პირის, ისე საჯარო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირის შეგროვებულ-დამუშავებულ
პერსონალურ მონაცემებზე. მართალია, ფიზიკური პირის განმარტება არ არის მოცემული კანონში, თუმცა მისი მიზნიდან და
რეგულირების სფეროდან გამომდინარე, იგი მუტანტებზედაც გავრცელდება, რადგან მუტანტები
ხშირად განსაკუთრებული ძალის მქონე ადამიანებს წარმოადგენენ. ასევე, მათ აქვთ აზროვნების
უნარი და თავისუფალი ნება.ამიტომაც, მუტანტები ფიზიკურ პირებად ჩაითვლებიან.
ბ) ტერიტორია: მე-3
მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება
ვრცელდება
საქართველოს
ტერიტორიაზე
ავტომატური
ან ნახევრად
ავტომატური
საშუალებებით
მონაცემთა
დამუშავებაზე,
აგ რეთვე
არაავტომატური საშუალებებით იმ მონაცემთა
დამუშავებაზე,
რომლებიც
ფაილური
სისტემის
ნაწილია ან ფაილურ
სისტემაში
შეტანის მიზნით მუშავდება.
გ) გამონაკლისები: ამავე მუხლის
მე-3 პუნქტის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
მათგან რელევანტურია ორი პუნქტი: პირველი- ფიზიკური
პირის
მიერ მონაცემთა
აშკარად
პირადი
მიზნებისათვის
დამუშავებაზე,
როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული
არ არის მის სამეწარმეო
ან პროფესიულ
საქმიანობასთან; მეორე- მონაცემთა
საზოგადოებრივი
და სახელმწიფო
უსაფრთხოების
(მათ
შორის, ეკონომიკური
უსაფრთხოების),
თავდაცვის,
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და დანაშაულის
გამოძიების
მიზნებისათვის
დამუშავებაზე. ანუ, იმისათვის, რომ პროფესორ იქსზე გავრცელდეს
მოცემული კანონის მოქმედება, მან საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დაამუშაოს მუტანტთა
ან სხვა ფიზიკურ პირთა პერსონალური ინფორმაცია.
ასევე, არ უნდა არსებობდეს მე-3 პუნქტში მოცემული შემთხვევები.
ანალიზი N1: ა) პირთა წრე : ქსავიერი ფიზიკურ
პირს წარმოადგენს. ამასთანავე, იგი კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენელიცაა.
ხოლო, რადგან ქსავიერი Cerebro-ს საშუალებით მთელი მსოფლიოს ფარგლებში
ნახულობს მუტანტებს, იგი საქართველოში მცხოვრებ მუტანტებსაც იპოვის. ერთ-ერთი მფრინავი
მუტანტი, შეგიძლიათ აქაც იხილოთ.
ბ) ტერიტორიული იურისდიქცია:
გასარკვევია, რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში Cerebro-ს მეშვეობით მუტანტებზე ინფორმაციის დამუშავება კანონის „ტერიტორიულობის“
პრინციპს. ანუ, რამდენად ჩაითვლება ამ ინფორმაციის დამუშავების ადგილად საქართველო.
პროფესორ იქსის სკოლა ნიუ-იორკშია განთავსებული.
სწორედ იქ არის Cerebro და ქსავიერიც იქედან გამოიყენებს მას. პროფესორი არც საქართველოში არსებულ ტექნიკურ
საშუალებებს იყენებს ინფორმაციის შესაგროვებლად. ამიტომ, თუ
ქსავიერი აშშ-ს ტერიტორიიდან დაამუშავებს საქართველოში მცხოვრებ მუტანტებზე პერსონალურ
მონაცემებს, მასზე არ გავრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს კანონი.
თუმცა, შემთხვევის სრულად განხილვის მიზნისათვის შეიძლება იმის დაშვება, რომ ქსავიერი
საქართველოში იყენებდეს Cerebro-ს. ამ შემთხვევაში გავრცელდობოდა საქართველოს კანონი.
ბ) კანონის არგაცვრცელების
შემთხვევები: შემდეგ, გასარკვევია, ხომ არ აგროვებს პროფესორ იქსი ინფორმაციას პირადი
მიზნებისათვის. ანუ, არსებობს, თუ არა კანონის არგავრცელების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის
„ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევა(პირადი მიზნებისათვის შეგროვება). მოცემულ
შემთხვევაში, ქსავიერი კერძო სკოლის(კერძო სამართლის იურიდიული პირის) მესაკუთრეა(დირექტორია).
სკოლა წვრთნის მუტანტებს. პროფესორი სკოლაში ასწავლის. ამიტომ, მათი სწავლება ქსავიერის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენს.
მუტანტთა მოძებნა ვერ იქნება პირადი მიზნებიდან გამომდინარე განხორციელებული მოქმედება,
რადგან მისი მიზანია მათი სკოლაში განთავსება, ან X-men-თა სხვა საქმიანობის ხელშეწყობა. ასევე, შესაფასებელია, თუ რამდენად არსებობს
ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის არგვარცელების შემთხვევა(მონაცემთა
საზოგადოებრივი
და სახელმწიფო
უსაფრთხოების
თავდაცვის,
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და დანაშაულის
გამოძიების
მიზნებისათვის
დამუშავებაზე). სისხლის სამართლებრივი დევნის, ისევე, როგორც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა
მონოპოლია სსსკ-ის მიხედვით სახელმწიფოს აქვს, კერძო პირი მათ ვერ განახორციელებს.
ასევე, მუტანტთა მოძიება, ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
მათი არსებობა აპრიორი არ ნიშნავს სახელმწიფოს თავდაცვისათვის საფრთხის შექმნას. თითოეული
მუტანტის საფრთხის შემცველობა ინდივიდუალური შეფასების საგანია. ამიტომ, დედამიწის
მთელი მუტანტი მოსახლეობის მიმართ Cerebro-ს გამოყენება არაპროპორციული იქნებოდა თავდაცვისათვის. შესაბამისად, არც
კანონის არგავრცელების აღნიშნული საფუძველი
არსებობს.
დასკვნა N1: კანონის მოქმედება არ გავრცელდება პროფესორ იქსის მიერ Cerebro-ს გამოყენებაზე, თუ იგი მას ნიუ-იორკიდან გამოიყენებს, ხოლო საქართველოს
ტერიტორიაზე გამოყენებისას, იგი გავრცელდება. შემთხვევის განხილვისთვის დაიშვება, რომ
სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება იგი.
არსი N2: როგორ ინფორმაციას წარმოადგენს Cerebro-ს მიერ მიღებული მონაცემები?
კანონი N2: პერსონალური მონაცემების
დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი.
განმარტება N2: კანონი კატეგორიების მიხედვით ჰყობს პერსონალურ მონაცემებს. მე-2 მუხლი- ა) პერსონალური
მონაცემი (შემდგომ
− მონაცემი)
− ნებისმიერი
ინფორმაცია,
რომელიც
უკავშირდება
იდენტიფიცირებულ ანიდენტიფიცირებად
ფიზიკურ
პირს. ; ბ) განსაკუთრებული
კატეგორიის
მონაცემი
– მონაცემი ,
რომელიც
დაკავშირებულია
პირის
რასობრივ
ან ეთნიკურ
კუთვნილებასთან,
პოლიტიკურ
შეხედულებებთან,
რელიგიურ
ან ფილოსოფიურ
მრწამსთან,
პროფესიული
ორგანიზაციის
წევრობასთან,
ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან,
სქესობრივ
ცხოვრებასთან
ან ნასამართლობასთან, ასევე
ბიომეტრული მონაცემი ,რომლითაც შესაძლებელია
პირის
იდენტიფიცირება
ზემოაღნიშნული
ნიშნებით; გ) ბიომეტრული მონაცემი − ნებისმიერი
ფიზიკური,
ფსიქიკური
ან ქცევის
მახასიათებელი,
რომელიც
უნიკალური
და მუდმივია თითოეული
ფიზიკური
პირისათვის
და რომლითაც შესაძლებელია
ამ პირის
იდენტიფიცირება
( თითის
ანაბეჭდები,
თვალის
ფერადი
გარსი,
თვალის
ბადურის
გარსი
(თვალის
ბადურის
გამოსახულება),
სახის
მახასიათებლები
და დნმ-ის კოდი);
ანალიზი N2: Cerebro-ს მეშვეობით შესაძლებელია მუტანტის ადგილმდებარეობის, მისი ვინაობის, ფიზიკური
მახასიათებლების დადგენა.
ასევე, რადგან
Cerebro-ს გამოყენებით მუტანტზე ნებისმიერ ადგილასა და დროს შესაძლებელია დაკვირვება,
არსებობს ინტიმური და პირადი სფეროებში შემავალი ინფორმაციის მიღების საშუალებაც. ამიტომ,
Cerebro-ს გამოყენებით როგორც პერსონალური, ისე ბიომეტრიული და განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური ინფორმაციიის მიღებაც შესაძლებელია.
დასკვნა N2: Cerebro-ს მეშვეობით შესაძლებელია პერსონალური, მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემის მიღება.
არსი N3: არსებობს თუ არა Cerebro-ს მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საფუძველი?
კანონი N3: პერსონალური მონაცემების
დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი.
განმარტება N3: მე-5 მუხლის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობისას არის დასაშვები. ზოგიერთ
შემთხვევაში, კონკრეტულად ყოველი მუტანტის მიმართ უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ინფორმაციის
დამუშავების საფუძველი. დამუშავება კანონის მიხედვით დაიშვება, როდესაც:
ა) არსებობს მონაცემთა
სუბიექტის
თანხმობა; ბ) მონაცემთა
დამუშავება
გათვალისწინებულია
კანონით; გ) მონაცემთა
დამუშავება
საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის
მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული
მოვალეობების
შესასრულებლად; დ) მონაცემთა
დამუშავება
საჭიროა
მონაცემთა
სუბიექტის
სასიცოცხლო
ინტერესების
დასაცავად; ე)
მონაცემთა
დამუშავება
აუცილებელია
მონაცემთა
დამმუშავებლის
ან მესამე პირის კანონიერი
ინტერესების
დასაცავად, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა
სუბიექტის
უფლებებისა
და თავისუფლებების
დაცვის
აღმატებული
ინტერესი; ვ)
კანონის თანახმად, მონაცემები
საჯაროდ
ხელმისაწვდომია
ან მონაცემთა
სუბიექტმა
ისინი
ხელმისაწვდომი
გახადა; ზ)
მონაცემთა
დამუშავება
აუცილებელია კანონის
შესაბამისად მნიშვნელოვანი
საჯარო
ინტერესის
დასაცავად; თ) მონაცემთა
დამუშავება
აუცილებელია
მონაცემთა
სუბიექტის
განცხადების
განსახილველად
(მისთვის
მომსახურების
გასაწევად). რაც შეეხება ბიომეტრიულ მონაცემებს, მე-9 მუხლის მიხედვით მონაცემთა დამუშავება შეიძლება
მხოლოდ პირის
უსაფრთხოებისა
და საკუთრების
დაცვის
მიზნებისათვის,
აგრეთვე
საიდუმლო
ინფორმაციის
გამჟღავნების
თავიდან
აცილების
მიზნით, თუ ამ მიზნების სხვასაშუალებით
მიღწევა
შეუძლებელია ან დაკავშირებულია
არაპროპორციულად
დიდ ძალისხმევასთან.
ანალიზი N3: ა) პროფესორი იქსი Cerebro-თი ახორციელებს მუტანტთა დიდი რაოდენობის მოკვლევას. ამიტომ,
ნაკლებად სავარაუდოა ყველა მათგანის, თუნდაც რამდენიმეს თანხმობაც ჰქონდეს მას. ამიტომ,
არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძველი. ბ)-გ) პროფესორი იქსი არც საჯარო მოხელეა. იგი კერძო პირს წარმოადგენს.
არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც მას მუტანტთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვების
უფლებამოსილებას მანიჭებდა. ამიტომ არც „ბ“
და „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არსებობს. დ)-ე): მუტანტების ინფორმაციის
დამუშავება, აპრიორი არც მათვის სასიცოცხლო ინტერესის დაცვას ემსახურება. მუტანტთა
მოძიება ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. თითოეული მუტანტის
სასიცოცხლო ინტერესი ინდივიდუალური შეფასების საგანია. ისედაც, დედამიწის მთელი მუტანტი
მოსახლეობის მიმართ Cerebro-ს გამოყენება არაპროპორციული
იქნებოდა რომელიმე მუტანტის ინტერესის დასაცავად. თავიდანვე კონკრეტულ პირზე კონცეტრირება, შეიძლებოდა ყოფილიყო
პროპორციული საშუალება. ვ) მართალია, მუტანტის ადგილმდებარეობა შეიძლება საჯარო იყოს,
მუტანტებს შეუძლიათ იარონ, როგორც საჯარო ადგილებში, ისე თვითონ განაცხადონ, თუ სად
იმყოფებიან. ასეთ შემთხვევაში მათ ადგილმდებარეობის შესახებ, საცხოვრებელი სახლის შესახებ და სხვა გამჟღავნებული ინფორმაციის მისაღებად მათი თანხმობა არ იქნება საჭირო. მაგრამ, რადგან Cerebro-ს მოქმედება დიდ არეალზე ვრცელდება, გამორიცხულია ყველა ნანახი მუტანტის
მიერ ინფორმაცია თავიდანვე იყოს გასაჯაროებული. რაც შეეხება
ბიომეტრიული ინფორმაციის დამშავებას, ყველა მუტანტის შესახებ ასეთი ინფორმაციის ნახვა
აშკარად არაპროპორციული იქნება დასახულ მიზანთან. იმ შემთხვევაში, თუ ქსავიერი კონკრეტული
მუტანტის ბიომეტრიულ ინფორმაციას ნახავს მისი უსაფრთხოებისა
და საკუთრების
დაცვის
მიზნებისათვის, მაშინ შეიძლება პროპორციულობის განხილვა. ხოლო თავიდანვე
ყველას შესახებ ასეთი ინფორმაციის ნახვა ვერ იქნება პროპორციული, რადგან უფლებაშეზღუდულ
პირთა წრე ძალიან დიდი იქნება.
დასკვნა N3:
ყველა მუტანტის ძიება, თანხმობის გარეშე მათი პერსონალური ინფორმაციის ნახვა და არსებული
მიზნების მიუხედავად, არაპროპორციული საშუალების გამოყენება ვერ ექნება "პერსონალური მონაცემების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი. ხოლო, კონკრეტული მუტანტის პირდაპირი მოძიება, მისი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებული
მიზნების (თავდაცვა, უსაფრთხოება) პროპორციული საშუალებებით განხორციელება შეიძლება ჩაითვალოს კანონის შესაბამისად.
დასკვნა:
პროფესორ იქსზე არ გავრცელდება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის საქართველოს კანონი, თუ იგი cerebro-ს მეშვეობით
ნიუ-იორკიდან მოაგროვებს საქართველოში მცხოვრებ მუტანტებზე ინფორმაციას. ხოლო, თუ იგი
საქართველოდან შეაგროვებს მათ, იგი ჩაითვლება კანონდამრღვევად, თუ ყველა მუტანტის ნახვის
შედეგად მოიძიებს კონკრეტულ მუტანტს. იმ შემთხვევაში, თუ იგი პირდაპირ კონკრეტულ მუტანტს
მოიძიებს მისი თანხმობი ან იარსებებს თავდაცვის, პირადად მუტანტის უსაფრთხოების საფრთხე, ან სხვა კანონით
გათვალისწინებული საფუძველი, იგი იმოქმედებს კანონიერად.
მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიო- ან ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, და ბლოკვ ა, წაშლა ან განადგურება („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი, მ.2 ქვპ. „დ").
ReplyDeleteშესაბამისად, მონაცემების საქართველოში ინტერნეტის გზით გავრცელებაც მონაცემთა დამუშავებად უნდა განვიხილოთ. შედეგად, პროფესორ იქსზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი.
ამაზე ვიფიქრე. ანუ, თუ y სახელმწიფოდან მუშავდება საქართველოში არსებული პერსონალური ინფორმაცია, მაინც ვრცელდება კანონი? მე-3 მუხლში წერია, რომ იგი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის დამუშავებაზე; აქ არ აქვს მნიშვნელობა, დამმუშავებელი სად იმყოფება, საიდან ამუშავებს?
Deleteსაქართველოში გავრცელება ნიშნავს საქართველოში „დამუშავებას" კანონის მიზნებისთვის. მე-3 მუხლში რომ წერია ის „დამუშავება" გავრცელებასაც გულისხმობს, იმიტომ რომ ტერმინ დამუშავებას ასეთი შინაარსი აქვს ამ კანონში. და ინფორმაციის „დამმუშავებელი" სად იმყოფება მაგაზე არ უთითებს კანონი. მითითება კეთდება იმაზე, რომ ინფორმაცია უნდა მუშავდებოდეს (მათ შორის ვრცელდებოდეს) საქართველოში.
ReplyDeleteგასაგებია. შევასწორებ. მადლობა :)
Delete