მოქმედი პირები:
Ø აწგარდაცვლილი
- ჯოფრი ბარათეონი (ავ ენებს თუ დავუჯერებთ - ლანისტერი)
Ø პიტერ ბეილიში, იგივე
,,ნეკა“
Ø სერ
დონტოს ჰოლარდი
Ø სანსა
სტარკი
Ø ოლეინა
ტირელი
Ø ტირიონ
ლანისტერი
მოქმედება პირველი: მკვლელობა
მათთვის, ვინც
სერიალს ადევნებდა თვალყურს, ამ მოკლე რეზიუმეს გადახედვაც (http://kinoblogi.ge/2014/04/hesdeadfinally/)
საკმარისი იქნება მომხდარი მოვლენების გონებაში აღსადგენად. დანარჩენებს კი მოკლედ
შევახსენებ, თუ როგორი იყო ჯოფრის მკვლელობის სქემა: სერ დონტოსმა, რომელიც პიტერ ბეილიშის
მიერ იყო დაქირავებული, სანსა სტარკს გადასცა ყელსაბამი (წიგნში - თავსამკაული), რომლის
ერთ-ერთი თვალი შეცვლილი იყო საწამლავის შემცველი კაფსულით. სწორედ ეს კაფსულა ჩააგდო
ოლეინა ტირელმა სასმისში, რომელიც ჯოფრის მისმა უსაყვარლესმა ბიძამ, ტირიონ ლანისტერმა
მიუტანა. მოწამლული სითხის დალევისთანავე პატარა დიქტატორმა სული განუტევა. მოქმედებათა
ჯაჭვში, რომლის შედეგადაც ვესტეროსის სამყარო ოდნავ უკეთესი ადგილი გახდა, ხუთი სხვადასხვა
პერსონაჟი ურევია, ამიტომ ისმება კითხვა - მათგან რომელი აგებს პასუხს შვიდი სამეფოს
მბრძანებლის სიკვდილის გამო საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის მიხედვით?