ბევრ თქვენგანს
ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც დობი "გათავისუფლდა". ალბათ თქვენც კმაყოფილი იყავით დასასრულით. კარგი სანახააობა იყო- გათავისუფლებული დობი და რამდენიმე მეტრით გაფრენილი ლუციუს მალფოი.
Saturday, May 17, 2014
Friday, May 16, 2014
აქვს თუ არა საურონს ბეჭდის(One Ring) განადგურების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ფროდოსა და გოლუმის(სმეაგოლის) მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
სამართალი
არ არის ზუსტი მეცნიერება, რადგან მის შეფარდება ხშირად მხარეთა ინტერპრეტაცია-დასაბუთებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც,
გამოცდილი იურისტი სულ ფიქრობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგზე. სტუდენტებიც
თავიდანვე ეჩვევიან ასეთ ვითარებას. ხშირად იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტის მიერ დასმულ სამართლებრივ კითხვაზე ერთი
კონკრეტული პასუხის გაცემა ჭირს. ლექციაზე დასმულ კითხვაზე კარგი სამართლის ლექტორი არა მარტო თავის
მოსაზრებას, არამედ სხვათა მოსაზრებებსაც უხსენებს სტუდენტს და დაამატებს ფრაზას “მთავარია
როგორ დაასაბუთებ“; ზოგი ლექტორი კი უკვდავ
ფრაზას: “იქ სადაც ორი იურისტია, სამი აზრია“ გააჟღერებს ხოლმე. შესაძლებელია
თუ არა ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობა? გავრცელდება თუ არა კეთილსინდისიერი
შემძენის ინსტიტუტი უძრავი ნივთის შემძენზე? კეთილსინდისიერების პრინციპია უპირატესი
თუ კანონიერი ნდობის უფლება? ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რომელზედაც ლექტორთა
განსხვავებული აზრის მოსმენა შეიძლება.
ხშირად, სტუდენტები არ რჩებიან არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში და ცდილობენ სხვა გარემო, თუნდაც წაკითხული, სამართლებრივი სათვალიდან დაინახონ. ბევრი სტუდენტი კი ცდილობს თავის საყვარელ ნაწარმოებებშიდაც ამოიკითხოს სამართლებრივი კაზუსები. მაგალითად, ჰარი პოტერის წაკითხვისას სისხლის სამართლის სპეციალისტი შეიძლება დაფიქრდეს, რომელი შელოცვის გამოყენება ჩაითვლება ევენტუალური განზრახვით მკვლელობის მცდელობად? ტოლკინის საკულტო ბეჭდების მბრძანებლის წაკითხვისას კი ნერდი იურისტი დასვამს კითხვებს: ვინ არის ბეჭდის(One Ring) საბოლოო მესაკუთრე? ჩაიდინეს თუ არა მკვლელობები ლეგოლასმა და გიმლიმ? ან რამდენჯერ მოქმედებდნენ ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ა.შ.
Subscribe to:
Posts (Atom)